ჩეხეთის პრეზიდენტი მოტოციკლის მართვის დროს დაშავდა და ჰოსპიტალიზებულია

ჩეხეთის პრეზიდენტი, მოტოციკლის მართვის დროს დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, – ინფორმაციას ჩეხეთის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
ჩეხეთის პრეზიდენტის ოფისი არ აკონკრეტებს როდის მოხდა ინციდენტი, მაგრამ აცხადებს, რომ დაზიანებები სერიოზული არ არის, თუმცა პრეზიდენტი პრაღის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში მცირე ხნიან დაკვირვებას საჭიროებს.
„მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას, როდესაც ხელმისაწვდომი გახდება,” – აცხადებენ ს ოფისში.
აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის 62 წლის პრეზიდენტს, რომელიც გატაცებულია მოტოციკლის მართვით, შარშან ბოდიშის მოხდაც კი მოუწია მას შემდეგ, რაც დააფიქსირეს, რომ მოტოციკს ჩაფხუტის გარეშე მართავდა, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს როგორც წყევლას, თითქოს წყევლა იყოს ვიზის აღება – ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ბრიტანეთისგან, ირლანდიისგან, აშშ-სგან! არის ვიზის საჭიროება? – ავიღებთ ვიზას