ლონდონში დააკავეს რუსეთის დაზვერვის ხელშეწყობაში ეჭვმიტანილი პირი

ლონდონში კონტრტერორისტული პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ესექსის ჰალაქ ჰარლოუს მცხოვრები, რომელიც ეჭვმიტანილია ს დაზვერვის ხელშეწყობაში. ამის შესახებ BBC იტყობინება.
ცნობაში აღნიშნულია, რომ 64 წლის ჰოვარდ მაიკლ ფილიპსი უესტმინსტერის სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს.
გამოძიების ფარგლებში ჩატარდა ჩხრეკა ჰარტფორდშირსა და ესექსში. პოლიციის თანახმად, ფართო საზოგადოებისთვის რაიმე უშუალო მუქარა არ არსებობს.
ფილიპსი დააკავეს ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონის დებულებების შესაბამისად. მასში გაწერილია, რომ პოლიციას შეუძლია ორდერის გარეშე ადამიანების დაპატიმრება, თუკი არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ადამიანებისშესაძლოა მონაწილეობდნენ ისეთ საქმიანობაში, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვა ქვეყნის მხრიდან საფრთხესთან.
დეტალებს იმის შესახებ, რა სავარაუდო უკანონო საქმიანობით იყო დაკავებული ჰოვარდ მაიკლ ფილიპსი, გამოძიება ჯერობით არ ასახელებს. ამასთან, აღნიშნავენ, რომ საქმეში ნახსენებია მატერიალური ხასიათის დახმარება.
წელს აპრილში რუსეთის სპეცსამსახურებისთვის დახმარების აღმოჩენის ბრალდება წაუყენეს დიდი ბრიტანეთის ორ მოქალაქეს ლონდონში საწყობისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის, რომელიც უკრაინული წარმომავლობის პირების კომპანიას ეკუთვნოდა. მაშინ საქმე ეხებოდათ 20 წლის დილან ერლსა და 22 წლის ჯეკ რივზს.
ახალი დაპატიმრება, როგორც აღნიშნავენ, არ არის დაკავშირებული რომელიმე წინა საქმესთან ან გამოძიებასთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება – მყარი მშვიდობა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს