“საუბრობდნენ თითქოს ფრანგული კანონი მიმართულია ჩინეთის, რუსეთის წინააღმდეგ და არ ეხება მის მეგობრებს, მაგრამ…” – სოზარ სუზარი

პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა მედიასთან საუბარში განაცხადა:
„ფრანგული კანონი, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობას ეხება, ქართული კანონისგან განსხვავებით ვრცელდება ნებისმიერ პირზე, როგორც ფიზიკურზე, ისე იურიდიულზე ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დარღვევისთვის, ეს არის 5 წლამდე ციხე, ითვალისწინებს მილიონ ევრომდე ჯარიმას და ითვალისწინებს სრულ დაბლოკვას ყველანაირი ანგარიშის. ბევრს საუბრობდნენ იმაზე, თითქოს ფრანგული კანონი მიმართულია ჩინეთის, ს წინააღმდეგ და არ ეხება მის მეგობრებს. ფრანგული კანონი ეხება ნებისმიერ ქვეყანას გარდა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა, მათ შორის -სა და კანადას. როდესაც წარდგენა იყო [კანონპროექტის] საფრანგეთის სენატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ყველაზე მეტი იმ საფრთხეებზე ილაპარაკა, რომელიც მოდის საფრანგეთის მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს მხრიდან, ძალიან მიუღებელია ორმაგი სტანდარტი, როცა გვეუბნებიან, რომ ის რაც მისაღებია ვთქვათ საფრანგეთში, აშშ-ში, კანადაში, ან ევროკავშირში, რომელიც დღეს ასეთ კანონის იღებს, ის საქართველოსთვის მიუღებელია“.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო გუტერეში – მძევლების გათავისუფლების დროა, იარაღის გაჩუმების დროა, იმ ტანჯვის შეწყვეტის დროა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონი მოიცვა – მშვიდობის, კანონის და სამართლის დროა

კახა კალაძე – უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები – ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, მაშინვე გამოაპანღურებდნენ

მამუკა მდინარაძე – საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს, გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას