“შოთაძე გაწირეს, დასანქცირების მთავარი კანდიდატი გახდა მოძალადე პოლიციელებთან ერთად” – გოცირიძე

მორიგ შეთქმულების თეორიებში რომ არ გადავვარდეთ გენერალური პროკურორის “ავადმყოფობის” გამო გადადგომის შეფასებისას. საკითხი მარტივადაა, შოთაძეს ერთი წლის შემდეგ გასდის ვადა. “ქართული ოცნება” აქედანვე იჭერს თადარიგს და არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ეყოლება თავისი კაცი, ისევე როგორც უზენაეს სასამართლოში და სხვა ძნელად მოსახსნელ თანამდებობებზე. შოთაძეობას კი ნებისმიერი მათი დანიშნული პირი იკისრებს, თანაც უფრო ენერგიულად, ახალი ცოცხის პრინციპით.
შოთაძე მისი მოხსნით რა თქმა უნდა არ იქნება ბედნიერი. კარგად იცის, რომ თანამდებობაზე მყოფი პირის დასანქცირება გაცილებით რთულია, ვიდრე თანამდებობაზე ნამყოფისა. ფარცხალაძის მაგალითი წინ უდევს. გაწირეს ფაქტობრივად, დასანქცირების მთავარი კანდიდატი გახდა მოძალადე პოლიციელებთან ერთად.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა