სტრიმინგის სერვისმა Netflix გამოაქვეყნა The Witcher-ის ახალი სეზონის ტიზერი, რომელშიც მთავარი როლის ახალი შემსრულებელი ლიამ ჰემსუორთი ჩანს.
სერიალის პირველ სამ სეზონში მთავარი გმირის, გერალტის როლს ჰენრი კავილი ასრულებდა. წამოსვლის ზუსტი მიზეზი არ სახელდება, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში კავილმა თქვა, რომ შოუს პროდიუსერებთან ურთიერთობა უჭირს, ვინაიდან, როგორც The Witcher-ის წიგნების მოყვარულს, მისი ხედვა შემქმნელებისას არ ემთხვევა.
The Witcher პოლონელი ფენტეზი მწერლის ანჯეი საპკოვსკის წიგნების სერიას ეფუძნება. Netflix-ის სერიალის გადაღებამდე, ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობდა წიგნების მიხედვით შექმნილი კომპიუტერული თამაშების სერიაც.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2024/06/thumbnail_ZEG-6-300x200.jpg)