უკრაინაში მებრძოლი საქართველოს კიდევ ერთი შვილი დაიღუპა – ნადირაძე

უკრაინაში მებრძოლი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე სერგო გორნაკაშვილი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ში მებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს.
„ხარკოვის მიმართულებით ბრძოლაში გმირულად დაეცა, საქართველოს შვილი, ჩვენი ქისტი ძმა სერგო გორნაკაშვილი. დიდება მის გმირ სულს“, – წერს სოციალურ ქსელში ვანო ნადირაძე.
ნეტგაზეთი ინფორმაციის გადამოწმებას საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს და მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
უკრაინაში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ