სააკაშვილი: საჭიროა იმ ხალხის დაბრუნება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაქსიმალურად ჩართვა, რომელთაც დიდი დამსახურება მიუძღვით „ნაცმოძრაობის“ წინაშე და ადრე იყვნენ პოლიტსაბჭოს წევრები

სააკაშვილი: საჭიროა იმ ხალხის დაბრუნება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაქსიმალურად ჩართვა, რომელთაც დიდი დამსახურება მიუძღვით „ნაცმოძრაობის“ წინაშე და ადრე იყვნენ პოლიტსაბჭოს წევრები
საქართველოს ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გაფართოებაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ საჭიროა „იმ ხალხის დაბრუნება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაქსიმალურად ჩართვა, რომელთაც დიდი დამსახურება მიუძღვით „ნაცმოძრაობის“ წინაშე და ადრე იყვნენ პოლიტსაბჭოს წევრები“.
სააკაშვილი არ აკონკრეტებს ვისზე საუბრობს, თუმცა დიდი ალბათობით, საუბარია პარტიის ყოფილ თავმჯდომარე ზე, რომელიც პარტიაში შიდა არჩევნებისას პოლიტსაბჭოში არ შეიყვანეს და მას შემდეგ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა მისივე პარტიის მისამართით, თუმცა არც მისი თანაპარტიელები პასუხობენ ნაკლები კრიტიკით.
„მაქსიმალურად ფართო ჩართულობისთვის საჭიროა პოლიტსაბჭოს გაფართოება, მათ შორის, იმ ხალხის დაბრუნება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაქსიმალურად ჩართვა, რომელთაც დიდი დამსახურება მიუძღვით ნაც მოძრაობის წინაშე და ადრე იყვნენ პოლიტსაბჭოს წევრები. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ ამის შემდეგ შეწყდება ერთმანეთზე თავდასხმა და ყველანი ერთად ვიბრძოლებთ საერთო მტრის წინააღმდეგ.
მე ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ლიდერობაზე და ძალიან გამიხარდება თუ მაქსიმალურად ბევრი ვიქნებით ამ ბრძოლაში“, – დაწერა სააკაშვილმა.
„ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებასთან დაკავშირებით კი დაწერა, რომ ღონისძიება „იყო ბრწყინვალედ ჩატარებული“. ასევე დასძინა: „[ღონისძიება] იყო ძალიან ზუსტი დადასტურება იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა არა მხოლოდ ცოცხალია, არამედ ყოველდღე სულ უკეთეს ფორმაში მოდის“.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძე – პრეზიდენტის მიერ ხაზარაძისა და გახარიას კონსულტაციებისთვის მიწვევა სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა – მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია