ლიეტუვის სეიმი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გაიწვიოს

ლიეტუვის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გაიწვიოს. რეზოლუციის ტექსტი სოციალურ ქსელში ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავიოლიონისმა გამოაქვეყნა.
რეზოლუციაში ლიეტუველი დეპუტატები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო. მათი თქმით, კანონი მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეზღუდვისკენ და არსებითად ს ფედერაციის მიერ მიღებული „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის ეკვივალენტურია. ლიეტუველის დეპუტატების თქმით, საქართველოში მიღებული კანონი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს და დემოკრატიულ პრინციპებს.