თიბისი, Visa და Kovzy E-commerce განვითარების მიზნით ერთობლივ პროექტს განახორციელებენ

„Ecommerce in a box” წარმოადგენს თიბისის, Visa–ს დაKovzy–ის ერთობლივ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საკვები ინდუსტრიის მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების (SME-ების) ხელშეწყობას მათი ონლაინ აქტიურობისა და ელექტრონული კომერციის შესაძლებლობების შექმნასა და გაზრდაში. პროგრამა მონაწილე ბიზნესებს სთავაზობს წვდომას მრავალფეროვან რესურსებსა და ინსტრუმენტებზე, მათ შორის ონლაინ მაღაზიის შექმნაზე, გადახდის დამუშავების გადაწყვეტებსა და მარკეტინგულ მხარდაჭერაზე.
იმ შემთხვევაში, თუ თიბისის SME მომხმარებელი გადაწყვეტს ამ მომსახურებას მიღებას, მას თიბისი ბიზნესი 3 დამატებით სარგებელს სთავაზობს:
1. ბიზნესს ეხსნება ყოველთვიური შევსებადისაკომისიო;
2. 6 თვის განმავლობაში ხდება თიბისის ბიზნეს ნაკრების მომხმარებელი უფასოდ;
3. E-commerce – ით Visa – ს ბარათით გადახდისშემთხვევაში, მას უკან დაუბრუნდება საკომისიოთანხა, მაქსიმუმ 300 ლარი.
პროგრამის მთავარი მიზანია საშუალება მისცეს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს ისარგებლონ ციფრული კომერციისა და ონლაინ შოპინგის მზარდი ტენდენციით. ელექტრონული კომერციის აუცილებელი ინსტრუმენტებისა და რესურსების მიწოდებით, პროგრამა მიზნად ისახავს დაეხმაროს მცირე და საშუალო ბიზნესს გადალახოს ციფრულ ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებული წინაღობები, გააფართოოს მომხმარებელთა ბაზა და გაზარდოს შემოსავლის წყაროები.
პროგრამა გათვლილია ქვეყნის მასშტაბით არსებულ სწრაფი კვების ობიექტებზე, კაფე-რესტორნების კატეგორიაში 100 მცირე და საშუალო ბიზნესზე.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა