პრემიერი კობახიძე ირანის პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაზე ჩავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის დაკრძალვის ცერემონიაზე ჩავიდა.
საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად გაემგზავრა თეირანში.
თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა. პრემიერი უახლოეს პერიოდში მივა დაკრძალვის ცერემონიაზე.
თეირანში ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე, დღის 12 საათისთვის, მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძე თბილისში ირანის საელჩოში მივიდა, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და ირანელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა.
ვიზიტის შესახებ პრემიერ-მინისტრს წინასწარ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
დაკრძალვის ცერემონიას ესწრებიან რეგიონის ქვეყნების სხვა ლიდერები, მათ შორის:
· სომხეთის პრემიერ-მინისტრი ,
· აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი,
· ს სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი.
ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი 19 მაისს დაიღუპა საგარეო საქმეთა მინისტრთან და რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად.
ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი და კიდევ შვიდი ადამიანი იმყოფებოდნენ, კვირას, 19 მაისს, ჩამოვარდა ირანის ჩრდილო-დასავლეთში, მთიან რაიონში, აზერბაიჯანთან საზღვრის მახლობლად.
ვერტმფრენის მთელი ეკიპაჟი დაიღუპა.
ირანის ხელისუფლებამ ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზად უამინდობა დაასახელა.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – კრემლი ზამთარში უკრაინის ატომურ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს – ამ ობიექტებზე თავდასხმა ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს აჩენს, რომელსაც გლობალური შედეგები ექნება

ლაშა ფარულავა – 26 ოქტომბერს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავასრულოთ კონკრეტული კორუფციული გარიგებები, რომელიც თბილისის მერიაშია და ყველა საჯარო დაწესებულებაში სისტემური ხასიათი აქვს