რუსთავში, 2 ქალი მოკლეს – “ბავშვს ასეირნებდნენ ეტლით, როდესაც ცეცხლი გაუხსნეს” – მედია

ინფო რუსთავის ინფორმაციით, რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ადამიანი მოკლეს. ადგილზე ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული.
მედიასაშუალების ცნობით, ორი ქალია მოკლული, ერთი ხანდაზმული და მეორე ახალგაზრდა, ისინი, პატარა ბავშვთან ერთად, რომელიც ეტლში იჯდა, ქუჩაში მიდიოდნენ, რა დროსაც, ცეცხლი გაუხსნეს. ბავშვი არ დაშავებულა ფიზიკურად და ის კლინიკაშია გადაყვანილი.
–ს ცნობით, დაკავებულია ერთი პირი, მამაკაცი.

ასევე დაგაინტერესებთ