„საქართველოს შეეშვან, ჩვენ ომი უკვე გამოვლილი გვაქვს და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას არ დავუშვებთ“- კახა კალაძე

„მოსახლეობა ვენეციის კომისიისგან ელოდა დასაბუთებულ არგუმენტებს და ამის ნაცვლად, ხელში შერჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა.
კახა კალაძე გამოეხმაურა ვენეციის კომისიის დასკვნას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასებაა.
„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო მიმდინარე პროცესებს, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს უკავშირდება. გუშინ გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს – გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არგუმენტი არ არსებობს. სამწუხაროდ, ვენეციის კომისიამ, ნაცვლად სამართლებრივი მსჯელობისა, წარმოგვიდგინა პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასება, სადაც დამახინჯებულია ფაქტები და გვითხრა, რომ კანონი უნდა იქნას გაწვეული, თუმცა არ ჩათვალა საჭიროდ ამის სამართლებრივი დასაბუთება.
ვენეციის კომისია რეკომენდაციით გამოდის, საქართველომ არ მოითხოვოს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა, რადგან ეს თურმე, არადემოკრატიული ქმედებაა. რასაკვირველია, საქართველოს მოსახლეობა ვენეციის კომისიისგან ელოდა დასაბუთებულ, პროფესიულ მსჯელობას და არგუმენტებს, თუმცა ამის ნაცვლად, ხელში შერჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები. აღნიშნული დასკვნა მხოლოდ და მხოლოდ ამით არის გაჯერებული, არანაირი სამართლებრივი შენიშვნა, შინაარსობრივი განხილვა და ახსნა-განმარტება არ ყოფილა, თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა კომენტარი გააკეთა საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე – ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შესახებ.
„კანონპროექტის თანახმად, საქართველო მიიღებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას იმ შემთხვევაში, თუ გაიწვევს „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს და არ მიიღებს ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონს. მეგობრებო, დასკვნები თქვენთვის მომინდია, მე კი ჩემი მხრივ, გაძლევთ პირობას, რომ საქართველოს ინტერესები არ გაიცვლება არაფერში. აღნიშნული კანონი მივიღეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ბოლო წლებში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პირდაპირ არის მცდელობა, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის. ისინი ფინანსდებიან დასავლეთის სხვადასხვა სახელმწიფოს თუ ორგანიზაციების მხრიდან. სწორედ ამის შესაჩერებლად გადავდგით ეს ნაბიჯი, რომ ყველაფერი გამჭვირვალე იყოს. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ არის ქვეყნის მოყვარე და ვინ – მტერი.
ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან თავისუფალ ვაჭრობასა და ვიზალიბერალიზაციის შესახებ შეთავაზებები, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს -ში მექსიკიდან შესვლა, რამდენიმე დღისა და კვირების ციხეებში გატარება აღარ მოუწევთ. ეს კონკრეტული ნაბიჯები თუ გადაიდგმება, გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც აღარ იქნება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, საქართველო მზადაა, ჯანსაღი პარტნიორობისა და ურთიერთობებისთვის და მიუღებელია ისეთი მოწოდებები, რომელიც ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას ეხება.
„ის, რომ ვიღაცამ ზემოდან გადმოგვხედოს, ისეთი რამე გაგვაკეთებინოს, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია. თუ ვინმეს მეორე ფრონტის გახსნა უნდა, აგერ ჰყავთ ბალტიისპირეთის ქვეყნები და გახსნან. საქართველოს შეეშვან და თავი დაანებონ. ჩვენ ომიც გამოვლილი გვაქვს და ყველაფერი გაგვიკეთებია დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვებისთვის. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის დროს გამოვიდა და თავისი გასაკეთებელი გააკეთა. სხვა ქვეყნებიც გამოვიდნენ და თავისი გასაკეთებელი საქმე გააკეთონ. ჩვენ არაფერზე უკან არ დაგვიხევია, მაგრამ ის დამოკიდებულება, რასაც ბოლო თვეებში ვხედავთ, არაა მეგობრობა, არაა ჯანსაღი ურთიერთობები. ჩვენი ქვეყნის სხვისი ინტერესებისთვის გამოყენება და იგივე მდგომარეობაში ჩავარდნა, რაც შია, მიუღებელია.
ჩვენი პარტნიორები მოგვიწოდებდნენ სანქციებზე მიერთებას, მეორე ფრონტის გახსნას, ს ციხიდან გამოშვებას. ეს არაა დემოკრატია და ევროპულობა. თავიანთი განცხადებებით სწორედ ისინი უწევენ ევროპას დისკრედიტაციას. ჩვენ დღეს მხოლოდ მშვიდობის შენარჩუნება, პარტნიორები და ჯანსაღი ურთიერთობები გვჭირდება და ამისთვის მზაობა გვაქვს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.