,, ნაცმოძრაობას ოპოზიციის მღრღნელს ვეძახი. ანადგურებს ოპოზიციურ ფლანგს. არავის გაახარებს” – ამირან სალუქვაძე

,, ნაცმოძრაობას ოპოზიციის მღრღნელს ვეძახი. ანადგურებს ოპოზიციურ ფლანგს. არავის გაახარებს” – ამირან სალუქვაძე
სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე:
,,ყოველი ს წინ იწყება ბჭობა კოლექტიური ნაცმოძრაობა ერთიანი სიით უნდა გავიდეს თუ მარტივ მამრავლებად?!
ხაან ფანჩატურში შეყრიან ამ ფსევდო პარტიებს, ხან ლელოს ოფისში. წელს შეიძლება ზურაბიშვილმა უმასპინძლოს.
ახალი “გაპრავება” აქვთ, ხმები არ დავკარგოთო. სინამდვილეში გარე პატრონებს გადაწყვეტილი აქვთ ვინ უნდა ჩაუყენონ ერთიან ოპოზიციას სათავეში.
დიდი ხანია ნაცმოძრაობას ოპოზიციის მღრღნელს ვეძახი. ანადგურებს ოპოზიციურ ფლანგს. არავის გაახარებს. საკუთარ სატელიტსაც კი არ მისცემს უფლებას კონკურენცია გაუწიონ.
მთელმა ოპოზიციამ, უფრო სწორად კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ იცის, რომ არჩევნებს წააგებენ. ორი მიზანი აქვთ: 1. არჩევნების შედეგების დისკრედიტაცია და 2. ისეთი შედეგის დაფიქსირება, რომელიც ნაცმოძრაობას მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს ისევ შეუნარჩუნებს.
პირველი მიზნის მისაღწევად დაწყებული აქვთ მუშაობა. სოცქსელებში შეხვდებით -ს საწინააღმდეგო რგოლებს.
მეორე მიზნის მისაღწევად ესაჭიროებათ ერთიანი სია. თორემ ბარიერი რომ რამდენიმე ოპოპარტიამ გადალახოს, ნაცმოძრაობას შესაძლოა დაუფიქსირდეს ისტორიულად ყველაზე დაბალი შედეგი და სხვებმა მის წინააღმდეგ ხმა აიმაღლონ.
ამიტომ ნაცმოძრაობის სათავო პარტიამ ყველა პარტია, უკაცრავად და, ქვეშ უნდა ამოიდოს. გააკეთებს კიდეც.
რომელიმე პარტია შეიძლება შეეწინააღმდეგოს. ზოგიერთი მათთან კოალიციას კადრულობს, მაგრამ ერთიანი სია შეიძლება იუკადრისონ.
მთლიანობაში უმეტესობას აიძულებენ ერთიანი სიით გასვლას, რითაც კიდევ ერთხელ მუსრს გაავლებენ ოპოზიციურ ფლანგს.
ზოგიერთს, რესპებს, დროას, გირჩებს, ისედაც შანსი არ აქვთ და ოღონდ ე.წ. ლიდერები შეტენონ გამსვლელ ერთიან სიაში, პარტიები სახელად რომ ჰქვიათ, იციან.
მოკლედ, უკვე ამ საუბრით, რომ ერთიან სიაზე მსჯელობენ, ადასტურებენ, რომ სახელი “კოლექტიური ნაცმოძრაობა”.სწორადაა შერჩეული. ჰოდა, მათი ერთიანი სიით გასვლა გაამარტივებს დებატებს.”

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება და მოვლენ ხელისუფლებები, რომლებიც ხალხის ნებასა და სურვილს ასახავენ – ვიმედოვნებ, ქართველ ამომრჩეველს ეცოდინება, რას აძლევს ხმას