ხელფასების მატების მოთხოვნით, საბერძნეთში საჯარო სექტორის თანამშრომელთა ფედერაციამ 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხადა

საბერძნეთში საჯარო სექტორის თანამშრომელთა ფედერაციამ, ხელფასების ზრდის მოთხოვნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ekathimerini-ი ავრცელებს.
გაფიცვის პარალელურად ფედერაციამ დასაქმებულებს ათენში ეკონომიკის სამინისტროს წინ შეკრებისკენ მოუწოდა, რამაც შესაძლოა, ქალაქის ცენტრში მოძრაობის პრობლემები შექმნას.
გაფიცულების მთავარი მოთხოვნაა ხელფასების 10%-ით ზრდა, შრომითი ანაზღაურებასთან დაკავშირებული კოლექტიური ხელშეკრულებების გაფორმება, ასევე დაუბეგრავი მინიმუმის 12 ათას ევრომდე გაზრდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…