Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები

Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია. თიბისის მხარდაჭერით,ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი Technovation Girls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება. ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიების და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს.
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის კონკურსი ორიასაკობრივი ჯგუფისთვის, 13-15 წლის და 16-18 წლის მოზარდებისთვის, გაიმართა. წლევანდელ კონკურსში 700-ზე მეტმა გოგონამ და 250-მამენტორმა მიიღო მონაწილეობა. წარდგენილი პროექტებიდან ადგილობრივმა ჟიურიმ გადაარჩია ნამუშევრები და გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები, რომლებიც საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს სახელით:
• გუნდი „Easy Care“ | პროექტით „Easy Care“ |აჭარა
• გუნდი „Visionairy Girls“ | პროექტით „Volunify“ | თბილისი
• გუნდი „Hypotenuse 5“ | პროექტი „Gamige“ | თბილისი
• გუნდი „Wondermakers“ |პროექტი „Quake Quest“ | თბილისი
• გუნდი „AgronicEye“ | პროექტი „AgronicEye“ |კახეთი, თბილისი
• გუნდი „AI Eyes“ | პროექტი „AI Eyes“ | აჭარა
• გუნდი „MQM“ | პროექტი „MemorEase“ | თბილისი
• გუნდი “Victorious Secrets | პროექტი „L.I.F.E.M.I.N.E“ |იმერეთი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ