შეშფოთებული ვართ საქართველოში ს გავლენით — -ის საჰაერო ძალების გენშტაბის უფროსი

აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პრეზიდენტის, თავდაცვის მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მთავარი სამხედრო მრჩეველი, გენერალი ჩარლზ ბრაუნი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ს გავლენის გამო.
„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ და ვაკვირდებით გავლენას, რომელიც რუსეთს აქვს საქართველოში. ჩვენ დავრჩებით საქართველოს სუვერენიტეტის ერთგული. გასულ კვირას შევხვდი ჩემს კოლეგებს ნატოში. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ვმუშაობთ ერთად იმ ერების სუვერენიტეტისთვის, რომლებიც არიან ნატოს პარტნიორები, ისევე როგორც უსაფრთხოების საერთო მდგომარეობაზე ევროპაში“, — განაცხადა ჩარლზ ბრაუნმა.
მან არ უპასუხა კითხვას, საქართველოში მიმდინარე პროცესები რა გავლენას მოახდენს ქვეყნის ნატოში ინტეგრაციაზე.
„მე არ ვარ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები. მაგრამ, იცით, ჩემი, როგორც სამხედროს გადმოსახედიდან, ეს ეხება სხვადასხვა ერების მოქალაქეების უსაფრთხოებასაც“, — თქვა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას შეეხება, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება

ვახტანგ ძაბირაძე – სალომე ზურაბიშვილმა თავისი როლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხაზარაძე-ჯაფარიძის ნაკლები აქტიურობა კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ რაღაც გეგმაზე ფიქრობენ, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, პოლიტიკიდან გავიდნენ