“ნაპოლის” ყოფილმა ფეხბურთელმა გეორგი გარიკსმა Radio Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში ერთმანეთს “პარტენოპეის” ქომაგების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი ეზეკიელ ლავეცი და ნეაპოლური გუნდის ამჟამინდელი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია შეადარა.
უნგრელი მცველის თქმით, არჩევანის გაკეთება რთულია, თუმცა უპირატესობა ყოფილ თანაგუნდელს მიანიჭა.
“რას ვფიქრობ მაცარის “ნაპოლიში” დაბრუნებაზე? მან წარმატების მისაღწევად ყველაფერი უნდა გააკეთოს და ბიჭებს ძველებური ჟინი დაუბრუნოს, ბერგამოში “ატალანტასთან” გამარჯვება მაგარი დასაწყისი იქნება.
ოსიმენის არყოფნა შესაძლოა გუნდზე ცუდად აისახოს, თუმცა თუ მატჩისთვის 100%-ით მზად არ იქნება, სჯობს მაცარიმ არ გარისკოს.
ლავეცი თუ კვარაცხელია? არჩევანის
გაკეთება რთულია, “პოჩო” (ლავეცი) ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო და არაპროგნოზირებადი ფეხბურთელი იყო, მეორეს მხრივ კვარაცხელია ძალიან ტექნიკურია და მისი თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა. თუმცა, ჩემი აზრით, მატჩის ბედზე უფრო დიდ გავლენას ლავეცი ახდენდა”, – განაცხადა გარიკსმა.
შეგახსენებთ, ვეტერანი ფეხბურთელი “ნაპოლის” ღირსებას 2006/2008 წლებში იცავდა.