საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაცია, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მეგობრული შეხვედრა გაიმართა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, ალენ სიმონიანთან.
შეხვედრისას ისაუბრეს საპარლამენტო საქმიანობაზე, ასევე, მედიის როლსა და მნიშვნელობაზე.
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს დაათვალიერებინა პარლამენტის შენობა და გააცნო ინფრასტრუქტურული სიახლეები.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ რიში – 17 წლის წინ ამ დღეს, რუსეთის ძალები საქართველოში შეიჭრნენ, ამის მიუხედავად ქართველი ხალხი აგრძელებს თავისუფლებისთვისა და თვითგამორკვევისთვის ბრძოლას, კონგრესმა უნდა მიიღოს “MEGOBARI აქტი”, რათა დაეხმაროს მათ ძალისხმევაში

მამუკა მდინარაძე თორნიკე რიჟვაძეზე – უახლოესი მეგობრები არასდროს ვყოფილვართ – პირადად ვერ მოვიკითხე, იმიტომ რომ ტელეფონი არ აქვს, ოჯახის წევრებთან გვაქვს კომუნიკაცია და ვიგებთ ყოველდღიურად, რომ უკეთ და უკეთ არის