„ოცნების დეპუტატებო, იცოდეთ, ივანიშვილი გატყუებთ“ – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი „პოლიტიკოს“ პუბლიკაციას ეხმაურება:
„ოცნების დეპუტატებო, იცოდეთ, ივანიშვილი გატყუებთ, როცა გეუბნებათ, რომ რამეს გამოივაჭრებს დასავლეთისგან და სანქციები არ იქნება. ვერაფერს ვერ გამოივაჭრებს, თუ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევთ. ვიცი რომ ბევრი შფოთავთ, სრულიად მართებულადაც, რადგან მართლაც მოგიწევთ თქვენ და თქვენს შვილებს მთელი ცხოვრება “მგლის ბილეთით“ ცხოვრება და ცივილიზებულ სამყაროში ცხვირს ვერ შეყოფთ. ჩვენ ამ შეშლილ კაცს მაინც გავაგდებთ აქედან და თქვენ დარჩებით გასაცოდავებულები სამუდამოდ. არჩევანი თქვენზეა.“

ასევე დაგაინტერესებთ