ჰააგის სასამართლოს პროკურორი ბენიამინ ნეთანიაჰუსა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს

სისხლის სამართლის სასამართლოს საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანიმ ომის დანაშაულებისთვის ს პრემიერ-მინისტრ ს და „ჰამასის“ ლიდერის დაპატიმრების ორდერი მოითხოვა.
კარიმ ხანის განცხადებით, არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ აღნიშნულ პირებს, სულ მცირე 2023 წლის 7 ოქტომბრიდან ჩადენილი ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრებათ.
„ჩემი ოფისის მიერ შეგროვებული და გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, მაქვს გონივრული საფუძველი ვიფიქრო, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს ეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა პალესტინის სახელმწიფოს ტერიტორიაზე (ღაზას სექტორში), სულ მცირე 2023 წლის 8 ოქტომბრიდან, ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო“, – განაცხადა კარიმ ხანმა.
მისივე განმარტებით, ასევე აქვს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ღაზის სექტორში „ჰამასის” ხელმძღვანელს, იაჰია სინვარის, ალ-ყასამის ბრიგადების მთავარსარდალსა და „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელს ეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ისრაელისა და პალესტინის სახელმწიფოს ტერიტორიაზე (ღაზას სექტორში) სამხედრო დანაშაულების და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულების ჩადენაზე, სულ მცირე, 2023 წლის 7 ოქტომბრიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებულის, სულხან ტუღუშის ადვოკატი – მოსამართლეს და მის მიდგომას რომ ვუყურებდი, ნათელი იყო, რომ პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული გენადი კუპრეიშვილი მოსამართლეს – დედა მყავს პენსიონერი, ბანკიდან გამოტანილი აქვს ფული, რომელსაც მე ვიხდი – თუ არ გადავიხადე, პენსიიდან ჩამოაჭრიან და ფულის გარეშე რჩება