პაატა მანჯგალაძე – საუბარი დაიწყეს გლობალური ომის პარტიაზე, შეთქმულებებზე, ზოგი მასონებს ახსენებს – იმედია მაკრონს და შოლცს არ გამოაცხადებენ გლობალური ომის ძალების წარმომადგენლებად

იმედია მაკრონს და შოლცს არ გამოაცხადებენ გლობალური ომის ძალების წარმომადგენლებად. ეს არის ორი მთავარი ევროპული ზესახელმწიფო, რომელიც საქართველოს მეგობარია და ვერავინ იტყვის, რომ ისინი საქართველოში რომელიმე პარტიას ან საქართველოში არეულობას და ქაოსს უჭერენ მხარს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საფრანგეთის პრეზიდენტ სა და გერმანიის კანცლერ ს ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ გამარჯობის მთქმელი და ხელის ჩამომრთმევი ევროპაში აღარავინ დარჩა.
„ახლა რასაც ვხედავთ, ჩვენ ივანიშვილის პარანოიის და სიგიჟის ზღვარზე ვართ. იცით, რომ საუბარი დაიწყეს რაღაც გლობალური ომის პარტიაზე, შეთქმულებებზე, ზოგი მასონებს ახსენებს. იმედია მაკრონს და შოლცს არ გამოაცხადებენ გლობალური ომის ძალების წარმომადგენლებად. ეს არის ორი მთავარი ევროპული ზესახელმწიფო, რომელიც საქართველოს მეგობარია და ვერავინ იტყვის, რომ ისინი საქართველოში რომელიმე პარტიას ან საქართველოში არეულობას და ქაოსს უჭერენ მხარს. ასეთ რამეს ხომ ვერავინ იკადრებს? ამიტომ ხომ გამოჩნდა, რომ ეს კანონი საქართველოს მეგობრებს გარეთ ტოვებს. „ჩვენც ევროპა გვინდა” – ფარისევლურად რომ ამბობს “ქართული ოცნება”. “ოცნებისთვის” გამარჯობის მთქმელი და ხელის ჩამომრთმევი არ დარჩა არავინ ევროპაში და ამ კანონით ევროკავშირში როგორ შევდივართ, ვის ატყუებთ, თაღლითებო?“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ გერმანია და საფრანგეთი, საქართველოში შექმნილი სიტუაციით ღრმად შეშფოთებულები არიან.
საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები აცხადებენ, რომ „საქართველოს ევროპული გზა გაწერილია – მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული“.