საქალაქო სასამართლო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 54 პირის საქმეს განიხილავს

საქალაქო სასამართლო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 54 პირის საქმეს განიხილავს
თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 54 პირის პროცესია დღეს ჩანიშნული.
ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული და მათ ხელოვნურად გზის გადაკეტვას ედავებიან . 174-ე, პრიმა მუხლი.
„24 აპრილს გზის ხელოვნურად გადაკეტვას მედავებიან. ათასობით ადამიანი იყო იქ. არ ვიცი ხელოვნურად გადაკეტვაში რას გულისხმობენ. ეს აქტივისტების დაშინებას ემსახურება. ჰგონიათ, რომ შეგვაშინებენ და აღარ გავალთ აქციაზე. არ გვეშინია“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ისინი ამბობენ, რომ პოლიციელებს ადგილზე არ მოუწოდებიათ, რომ გზიდან გადასულიყვნენ. რამდენიმე დღის შემდეგ დაურეკეს და უთხრეს, რომ ადმინისტრაციული წესით გზის ხელოვნურად გადაკეტვის გამო იბარებდნენ.
როგორც ადვოკატი ამბობს, მათთვის მოსამართლემ შესაძლოა გამოიყნოს ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ან 15 დღიანი პატიმრობა.
ადვოკატების თქმით, დღეს მოსამართლეს წარუდგენენ ვიდეომტკიცებულებებს, რომელიც, მათი თქმით, უტყუარდ ადასტურებს რომ არანაირ სამართალდაღვევას ადგილი არ ჰქონია და საქმის წარმოება უნდა შეყწდეს.„ათასობით ადამიანი იყო, როგორ შეიძლება მათ ხელოვნურად გადეკეტათ გზა. ეს წარმოება არის პოლიტიკური. არაფერი კავშირი არ აქვს სამართალთან“, – ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.
აქციაზე დაკავებულების საქმეს განიხილავს სამი მოსამართლე ნინო შჩერბაკოვი, ირაკლი ჩიკაშუა და კობა ჩაგუნავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ახლო აღმოსავლეთში ირანული რაკეტების ერთობლივი ჩამოგდება არაფრით განსხვავდება რუსული რაკეტების ჩამოგდებისგან, ირანული „შაჰედების“ ჩამოგდებისგან, რომლებიც აერთიანებენ რუსეთის და ირანის რეჟიმებს