ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, მინისტრის მოადგილე ალი ბაგერი კანი აირჩიეს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის გარდაცვალების შემდეგ, მინისტრის მოადგილე ალი ბაგერი კანი აირჩიეს, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ალი ბაგერი კანი ხელმძღვანელობდა ირანის დელეგაციებს, რომლებიც, არაპირდაპირი მოლაპარაკებების გზით, შეერთებულ შტატებთან ბირთვულ და პატიმრების გაცვლის საკითხებზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.
ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი, პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისთან ერთად იმ 9 ადამიანს შორის იყო, რომელიც ირანის ჩრდილო-დასავლეთ მთიან რეგიონში ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ახლო აღმოსავლეთში ირანული რაკეტების ერთობლივი ჩამოგდება არაფრით განსხვავდება რუსული რაკეტების ჩამოგდებისგან, ირანული „შაჰედების“ ჩამოგდებისგან, რომლებიც აერთიანებენ რუსეთის და ირანის რეჟიმებს