EBIT 2024- ბათუმში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა გაიმართა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში EBIT 2024 მიიღო მონაწილეობა.
ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-15 საერთაშორისო გამოფენა Expo Batum-ის ორგანიზებით მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობდა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
EBIT 2024-ზე 80-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტული კომპანია, სასტუმრო, რესტორანი, სასტუმრო აღჭურვილობის მომწოდებელი, დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, სატრანსპორტო კომპანია, მუნიციპალიტეტი, ტურისტული ასოციაცია, დაცული ტერიტორიების სააგენტო და სხვა კომპანია მონაწილეობდა.
ს საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში ჩატარდა ღონისძიებები, პრეზენტაციები, მოეწყო მასტერკლასები. გამოფენის სტუმრები გაეცნენ აჭარის ტურისტულ პროდუქტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს