ადგილობრივი ექსპორტი 18.3%-ით შემცირდა – უმსხვილესი პარტნიორი რუსეთია

2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1.763 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 10.1 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. საქსტატის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.7 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 18.3 პროცენტით შემცირდა და 805.9 მლნ. დოლარს გაუტოლდა.
ამასთან, 2024 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 71.5 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: (189.4 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (106.3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (68.2 მლნ. აშშ დოლარი).
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოები არის წარმოდგენილი 126.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 15.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 82.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე, 50.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.3 პროცენტი).

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…