მთავრობა გერმანიაში, საქართველოს მატჩებზე დასასწრებად ფრენის 3 000 ბილეთს დაასუბსიდირებს

მთავრობა გერმანიაში, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად 3 000 გულშემატკივრისთვის პირდაპირ ფრენებს დაასუბსიდირებს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, მ განაცხადა.
“ჩვენ ზომები მივიღეთ და გერმანიაში, საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად, ჩარტერული რეისების სუბსიდირებას ვიწყებთ. ფრენები მატჩების თარიღებზე იქნება მორგებული. პირდაპირი რეისები დორტმუნდში, ჰამბურგში, კიოლნსა და დიუსელდორფში განხორციელდება. მთლიანობაში, სუბსიდირებული ბილეთების შეძენას 3 000 გულშემატკივარი შეძლებს. დაახლოებით, 2 000 ადამიანისთვის პირდაპირი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება, 1 000-ისთვის კი ქუთაისიდან. სუბსიდირებით, 1 გზის ფასი 195 ევრო იქნება. შესაბამისად, ორივე გზის ფასი 390 ევრო გამოვა.
ამ ბილეთების შეძენას საქართველოს ის მოქალაქეები შეძლებენ, რომელთაც საფეხბურთო მატჩის ბილეთი ნაყიდი აქვთ. მათ ფრენის ბილეთის ყიდვისას, თამაშის ბილეთიც უნდა წარმოადგინონ. ბილეთებს გასაყიდად კვირის ბოლომდე, შესაბამის ელექტრონულ პლატფორმაზე გამოვიტანთ. ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში მოგაწვდით”. – თქვა მ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს თურქეთს დორტმუნდში, 22 ივნისს ჩეხეთს ჰამბურგში, 26 ივნისს კი პორტუგალიას გელზერნკიხენში დაუპირისპირდება.