ხარკოვში, სადაც დაბომბვას 11 ადამიანი ემსხვერპლა, 20 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა

ხარკოვის ოლქში, ს მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში გამოწვეული მსხვერპლის გამო, 20 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა, – ამის შესახებ ხარკოვის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი „ტელეგრამზე“ წერს.
„20 მაისი ხარკოვის ოლქში გლოვის დღეა. ოკუპანტებმა კუპიანსკის სოფლების : კოვშაროვკას, ნოვოოსინოვოს და მალოდანილოვსკის თემის დაბომბვის შედეგად 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს. დაღუპულთა შორის არის ორსული ქალი“, – წერს გუბერნატორი.
ამასთან, ხარკოვის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, ხარკოვის რაიონში 6 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა. კუპიანსკის რაიონში კი 5 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯემალ გამახარია – თუ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ განვითარდა, მზად უნდა ვიყოთ მონანიებისთვის, არა იმისთვის, რომ ცალმხრივად ბოდიში მოვიხადოთ, არამედ ურთიერთმონანიებისთვის – ცალმხრივი ბოდიში აქ ვერაფერს უშველის