ევროპის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ სტუდენტები აქცია-პერფორმანსს – „ხელი ჩავკიდოთ გამარჯვებისთვის!“ მართავენ

თბილისში, ევროპის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები აქცია-პერფორმანსს მოწოდებით – „ხელი ჩავკიდოთ გამარჯვებისთვის!“ მართავენ.
აქციის მონაწილეებს ევროპის მოედანზე ცოცხალი ჯაჭვი აქვთ შეკრული.
მანიფესტანტებს თან მოტანილი აქვთ, ევროკავშირის და საქართველოს დროშები.
ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები გაჟღერდა.
“პირველები სტუდენტები ვიყავით, რომლებმაც პროტესტის ახალ ფორმას მივმართეთ. ასევე, სტუდენტები ვაპირებთ, რომ პროტესტის ტალღა არ შევწყვიტოთ. ევროპის მოედანზეც ხელის ჩაკიდებაც არის სიმბოლური. იმიტომ, რომ ჩვენ ერთიანი ძალებით, ერთად ხელჩაკიდებულები მივდივართ ევროპისკენ. ევროპისკენ სიარულში ხელს გვიშლის ის კანონი , რომელსაც ჩვენ დავარქვით და მკაფიოდ არის რუსული. ამიტომ არ შევწყვეტ პროტესტის ტალღას, ვიდრე მსგავსი პრობლემა ქვეყანაში იქნება და ეს კანონი იარსებებს”, – განაცხადა სტუდენტმა, ლიზა კვაჭაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი

სალომე ზურაბიშვილი: აქ [საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში] ჩემი გზავნილი არის იმის კიდევ ერთხელ აღწერა, თუ რა არის მდგომარეობა საქართველოში, რაც იციან, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ ყოველ წუთს იცოდნენ ბოლომდე (ვიდეო)

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”