ბაზარზე პომიდვრის მოსავლის ამღები სრულად ავტომატური რობოტი გამოჩნდება

ბაზარზე პომიდვრის მოსავლის ამღები სრულად ავტომატური რობოტი გამოჩნდება. ამის შესახებ ინფორმაციას denso ავრცელებს.
იაპონურმა კომპანია Denso-მ და ჰოლანდიურმა კომპანია Certhon-მა წარმოადგინეს Artemy, ახალი რობოტი, რომელსაც შეუძლია სათბურებში ჩერი პომიდვრის მოსავალი სრულიად დამოუკიდებლად აიღოს. რობოტი კომერციული ბაზრისთვის უკვე მზად არის.
იგი აღჭურვილია მოწინავე ხედვის ტექნოლოგიით, არჩევს მწიფე პომიდორს, კრეფს და ყუთების დამოუკიდებლად შეცვლა და ტარებაც შეუძლია – აცხადებენ მწარმოებლები.
„Denso-ს გამოცდილება წარმოებაში, რომელიც მოიცავს გამოსახულების ამოცნობას, უსაფრთხო მართვას და რობოტიკას, ინტეგრირებულია Artemy-ის ყველა ოპერაციებში, დაწყებული პომიდვრის ავტომატური დაკრეფიდან, სავალი ხაზების ავტომატურ შეცვლამდე“ – განაცხადა Denso Corporation-ის უფროსმა აღმასრულებელმა დირექტორმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…