ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ქარავან არტ ფორუმი“ მიმდინარეობს

ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ქარავან არტ ფორუმი“ მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დღეს, ფესტივალის ფარგლებში, ქუთაისის დავით კაკაბაძის სახ. სახვითი ხელოვნების გალერეაში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა „ურბანული პეიზაჟები“ გაიხსნა.
„გამოფენის გახსნას ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე დაესწრო.
გალერეაში წარმოდგენილია სხვადასხვა ჟანრისა და მიმართულების ნამუშევრები – ფერწერა, მხატვრული ფოტოგრაფია, ინსტალაცია.
„ქარავან არტ ფორუმი 2024″ 20 მაისს დასრულდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი – სანქციები არის უსამართლობა – დიდი ხანია ჩვენ ამ დაშინების ქვეშ ვართ, უბრალოდ, თავს ვერ მივცემთ უფლებას გარედან ზეწოლამ გვაიძულოს ისეთ მოცემულობაში ჩავაყენოთ ქვეყანა, რომ ისტორიამ მოღალატეებად განგვსაჯოს