„პარლამენტს შეუძლია ვეტოს დაძლევის მიუხედავად, მეოთხე კენჭისყრაზე მხარი არ დაუჭიროს თავდაპირველ კანონს და ჩააგდოს“ – იურისტი ლევან ალაფიშვილი

იურისტი ლევან ალაფიშვილი ე.წ. „რუსულ კანონს“ და ვეტოს შემდგომ შესაძლებლობებს საკუთარ facebook გვერდზე გამოეხმაურა.
„რუსულ კალკზე (კანონზე) და ვეტოს შემდგომ შესაძლებლობაზე!
პარლამენტს შეუძლია არ გაიზიაროს პრეზიდენტის ვეტო, მაგრამ ამის მერე ვალდებულია 3 კენჭნაყარ კანონს მეოთხედ უყაროს კენჭი.
პარლამენტს შეუძლია ვეტოს დაძლევის მიუხედავად, მეოთხე კენჭისყრაზე მხარი არ დაუჭიროს თავდაპირველ კანონს და ჩააგდოს. ისე როგორც შარშან, მეორე მოსმენისას მოიქცა,“ – აღნიშნავს იურისტი