პოლონეთი აღმოსავლეთ საზღვრის გასამაგრებლად 2,3 მილიარდ ევროზე მეტს დახარჯავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და, უპირველეს ყოვლისა, აღმოსავლეთ საზღვრის დასაცავად 10 მილიარდი ზლოტის ოდენობის ინვესტიცია განვახორციელოთ“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა.
მან პროექტს „აღმოსავლეთის ფარი“ უწოდა და აღნიშნა, რომ სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.
„რუსეთთან და ბელარუსთან 400 კილომეტრის სიგრძის საზღვრის გამაგრება შეკავების ელემენტი, ჩვენს საზღვრებზე ომის უკან დახევის სტრატეგია გახდება“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
