ხორვატიის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

ხორვატიის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩის ახალი მთავრობა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მმართველმა „ხორვატიის დემოკრატიულმა კავშირმა“ კოალიციური მთავრობა ულტრამემარჯვენე მოძრაობა „სამშობლოსთან“ ჩამოაყალიბა, რის შედეგადაც პლენკოვიჩმა პოსტი მესამე ვადით შეინარჩუნა.
ახალ მთავრობას მხარი 79-მა დეპუტატმა 61-ის წინააღმდეგ დაუჭირა.
ცნობისთვის, პარტია „სამშობლოს“ წარმომადგენლები მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის პირველად არიან. ისინი სოფლის მეურნეობის, დემოგრაფიისა და ორ უწყებად დაყოფილი ეკონომიკის სამინისტროდან ერთ-ერთ ნაწილს უხელმძღვანელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

კობახიძე: ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გადავხედეთ ხელშეკრულებას და შედეგად, პროექტის ღირებულება 25%-ზე მეტით, 52,5 მილიონი დოლარით შემცირდა – უახლოეს დღეებში აქტიურად განახლდება სამშენებლო პროცესი