ბალოტელი ავარიაში მოჰყვა

იტალიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი მარიო ბალოტელი ავტოსაგზაო ინციდენტის მონაწილე გახდა. ფეხბურთელი საკუთარი შავი ფერის Audi-თ ავტოავარიაში მოჰყვა.
იტალიური პრესის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ბრეშას ერთ-ერთ ქუჩაში 23 ნოემბერს ღამით მოხდა.
აღნიშნავენ, რომ 33 წლის ბალოტელი, რომელიც, ამჟამად, თურქულ „ადანა დემირსფორში“ თამაშობს, ავტომობილიდან უვნებელი გადმოვიდა. კადრებში ჩანს, რომ ფორვარდი ბარბაცით მიემართება სასწრაფო დახმარების მანქანისკენ.
ბალოტელის სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, მაგრამ უარი თქვა ალკოტესტის გავლაზე.