ისრაელმა სამხედროებმა ქალაქ რაფაჰში სამი მძევლის გვამები აღმოაჩინეს

ღაზის სექტორის სამხრეთში მიმდინარე ოპერაციის დროს ს სამხედროებმა სამი მძევლის, ორი ქალის და ერთი კაცის გვამები აღმოაჩინეს.
რაფაჰში მიკვლეული გვამები ეკუთვნის 7 ოქტომბერს თავდასხმის დროს გატაცებულ პირებს. ეს ინფორმაცია გაავრცელა პრესკონფერენციაზე ისრაელის არმიის პრესმდივანმა, დანიელ ჰაგარიმ, რომლის თანახმად, გვამები უკვე გადაიტანეს ისრაელში დასასაფლავებლად.
სამი დაღუპული, როგორც ჰაგარიმ განაცხადა, თავდასხმის დროს ისრაელის და ღაზის სექტორის მახლობლად , ნეგევის უდაბნოში მიმდინარე მუსიკალური ფესტივალის მაყურებლები იყვნენ. სავარაუდოდ, ისინი 7 ოქტომბერსვე დაიღუპნენ და ჰამასი (-ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხილი დაჯგუფება) მათ გვამებს ინახავდა.
22 წლის შანი ლუკი ისრაელის და გერმანიის მოქალაქე იყო. მისი სიკვდილის შესახებ ცნობილი გახდა უკვე 29 ოქტომბერს. მეორე დაღუპული 28 წლის ამიტ ბუსკილაა, მესამე – იცხაკ გერელენტერი, მისი ასაკი არ დაუსახელებიათ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, მ პირობა დადო, რომ ისრაელი თავის მძევლებს, ცოცხლებს თუ მკვდრებს დაიბრუნებს. ამჟამად ისრაელის არმია ახორციელებს ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში 7 ოქტომბრის თავდასხმის საპასუხოდ, როცა 1200 პირი იქნა მოკლული ჰამასის თავდასხმის დროს. 240-მდე ისრაელელი და უცხოელი იქნა გატაცებული ღაზაში. მათგან 130 კვლავ გატაცებულად ითვლება, არ არის ცნობილი, რამდენია მათ შორის ცოცხალი.
ისრაელის სამხედრო ოპერაციის განმავალობაში ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, 35 ათასამდე ადამიანია დახოცილი. რეგიონი ალყაშია მოქცეული, რამაც გამოიწვია მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი. სრულიად განადგურებულია ინფრასტრუქტურა. ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ მძევლების გათავისუფლების შესახებ ბოლო პერიოდში მიმდინარე მოლაპარაკებამ ჯერ შედეგი ვერ გამოიღო. ნოემბერში მსგავსი მორიგების შედეგად ჰამასმა მძევალთა ნაწილი გაათავისუფლა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს