რუსულმა კონსორციუმმა Yandex-ის $5.2 მილიარდად შეძენის პირობები გაასაჯაროვა

ნიდერლანდებში დაფუძნებულმა კორპორაცია Yandex NV-მა რუსული ბიზნესის გაყიდვის გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო. ქვეყანაში ტექნოლოგიურ ჯგუფ Yandex-ის აქტივებს რუსი ინვესტორების მიერ მართული კონსორციუმი შეიძენს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ორშაბათს გამოქვეყნებული პირობებით, გარიგების ღირებულება $5.2 მილიარდი იქნება. მხარეებს შორის ანგარიშსწორება ნაღდი ფულისა და აქტივების საშუალებით შედგება. შეძენისა და სვოპის გზით, კონსორციუმი Yandex NV-სგან მაქსიმუმ 107 729 866 აქციას მიიღებს – აქციაზე 1 251.8 რუბლის ($13) ფასად. გაცვლა მოხდება 1:1 თანაფარდობით.
$5.2-მილიარდიანი შეფასებით, Yandex-ის მიერ ს ბაზრის დატოვება ქვეყნისთვის შესაძლოა უმსხვილესი გასვლა აღმოჩნდეს. თავის მხრივ, რუსული ერთეული მოგების მნიშვნელოვან წყაროსაც წარმოადგენდა მშობელი კომპანიისთვის. მხოლოდ გასული წლის პირველ ცხრა თვეში მან Yandex-ის კონსოლიდირებული შემოსავლების 95% შეადგინა.
-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის ვებსაიტზე განთავსებული განცხადების მიხედვით, გარიგების პირველი ეტაპის ფარგლებში, Yandex-ი რუსულ კონსორციუმს აქტივების 68%-ს მიჰყიდის. დარჩენილი წილის გადაცემა მეორე ეტაპზე მოხდება, რომელიც პირველის დასრულებიდან დაახლოებით 7 კვირაში დაიხურება.