შალვა პაპუაშვილი – მივიღეთ რუსული ტიპის პროპაგანდა კანონის წინააღმდეგ, როდესაც მოხდა იარლიყის მიწებება და სუფთა რუსული სტილით დისკუსიის დაბლოკვა

ამ კანონის [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] წინააღმდეგ მივიღეთ რუსული ტიპის პროპაგანდა, როდესაც მოხდა იარლიყის მიწებება და სუფთა რუსული სტილით დისკუსიის დაბლოკვა. ნაცვლად ევროპული მიდგომისა, რომ ყოფილიყო შინაარსობრივი დისკუსია, იყო სლოგანებით და ლოზუნგებით საუბარი, დაბლოკვა და აკრძალვა დისკუსიისა და მსჯელობისა. თუკი ახლა ვინმეს აქვს სურვილი [დისკუსიის], კი ბატონო,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის შეფასებით, „ენჯეოებმა“ და ოპოზიციამ „ძალიან კარგად იცის, სადაც შემოვლენ შინაარსობრივ დისკუსიაში, იქ მათ არც ცოდნა, არც კომპეტენცია და არც ქვეყნის სიყვარული არ ჰყოფნით, რომ ამ თემაზე იმსჯელონ“.
„ცოტა იმედის მომცემია, რომ ორი თვის თავზე მას შემდეგ, რაც კანონპროექტი დაინიცირდა, გამოითქვა სურვილი შინაარსობრივი დისკუსიის. ყველას ვეუბნებოდით და ვეხვეწებოდით, იქნებოდა ეს „ენჯეო“, ოპოზიცია თუ უცხოელი აქტორები, ყველას ვთავაზობდით შინაარსობრივ დისკუსიას. ნაცვლად ამისა, მივიღეთ რუსული ტიპის პროპაგანდა ამ კანონის წინააღმდეგ, როდესაც მოხდა იარლიყის მიწებება და სუფთა რუსული სტილით დისკუსიის დაბლოკვა. ნაცვლად, ევროპული მიდგომისა, რომ ყოფილიყო შინაარსობრივი დისკუსია, იყო სლოგანებით და ლოზუნგებით საუბარი, დაბლოკვა და აკრძალვა დისკუსიისა და მსჯელობისა. თუ კი ახლა ვინმეს აქვს სურვილი, კი ბატონო. ჩვენი მთელი სიძლიერე „ქართული ოცნების“ არის შემდგომში, რომ ჩვენ არასდროს გავურბივართ შინაარსობრივ დისკუსიას. გახსოვთ, რომ როდესაც ეს პროექტი დაინიცირდა, მაშინ ოპოზიცია და „ენჯეოები“ ამბობდნენ, რომ არ შევიდეთ შინაარსობრივ დისკუსიაში, ვინაიდან ეს არის „ქართული ოცნების“ ველი. ძალიან კარგად იციან, სადაც შემოვლენ შინაარსობრივ დისკუსიაში, იქ მათ არც ცოდნა, არც კომპეტენცია და არც ქვეყნის სიყვარული არ ჰყოფნით, რომ ამ თემაზე იმსჯელონ. ამიტომ, იყურებიან, სიგნალს ელოდებიან უცხოეთიდან. როგორც კი მიიღებენ რაიმე განცხადებას, ეს არის მათი სიგნალი, რომ გამოვარდნენ და დაიწყონ ყვირილი საქართველოს პარლამენტში. ამას ვხედავდით ოპოზიციის მხრიდან, აყვირდებოდნენ განცხადების მიხედვით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა 26 მაისზე – ივანიშვილის „რუს-ქოცები“, ჯალათები, რომლებიც ყოველდღიურად ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას, ვერ უნდა აღმოჩნდნენ რუსთაველის გამზირზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – „ქართული ოცნების“ მიზანია ოპოზიციური სპექტრი ლიდერების გარეშე დატოვონ, რათა ადგილობრივ არჩევნებში უკონკურენტოდ დაიკავონ ადგილები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ ორგანოებში

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლოზე მიტანილი აქვთ ფურცლები წარწერებით: „FREE JAFARA“, „არც შეწყალება“, „არც საპროცესო“