“ვუყურებ გემოვნებით ჩაცმულ და მოწესრიგებულ ადამიანებს რუსთაველზე…” – რას წერს მაია ნიკოლეიშვილი

ვუყურებ მშვიდი სახის, გემოვნებით ჩაცმულ და მოწესრიგებულ ადამიანებს რუსთაველის გამზირზე. კულტურული ქცევა – აი, რით ჰგვანან ყველანი ერთმანეთს!
მართლმადიდებლობა და სამშობლის სიყვარული-აი, რა გვაერთიანებს მათ, და ჩემსავით სახლში მყოფ კიდევ უამრავ ადამიანს!!! რწმენა და უფლის სიყვარული გვაერთიანებს! სამართლიანობის განცდა გვაერთიანებს! მშვიდობის სურვილი გვაერთიანებს! ჩვენი ოჯახების, შვილების, შვილიშვილების სიყვარული და მათი მშვიდობიანი და ბედნიერი მომავლისთვის ლოცვა გვაერთიანებს! ჩვენთან ხარ, უფალო!
გმადლობთ, უფალო!