თინა ბოკუჩავა – საზოგადოება ჩამოყალიბებულია იმაზე, რომ „რუსულ კანონთან“ ერთად, რუსული ხელისუფლება უნდა მოვიშოროთ

საზოგადოება ჩამოყალიბებულია იმაზე, რომ „რუსულ კანონთან“ ერთად, რუსული ხელისუფლება უნდა მოვიშოროთ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მან კრემლის პროპაგანდისტის ვლადიმერ სოლოვივის განცხადება შეაფასა, რომელიც აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს ესაუბრა.
თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ მთავრობის გზავნილები ძალიან ემთხვევა პუტინის პროპაგანდისტების გზავნილებს.
„მშვიდობიან პროტესტთან დაკავშირებით ივანიშვილის მთავრობის გზავნილები ძალიან ემთხვევა პუტინის პროპაგანდისტების გზავნილებს. ფაქტია, საზოგადოება არის ისეთი ერთიანი, როგორც არასდროს და ჩამოყალიბებული იმაზე, რომ „რუსულ კანონთან“ ერთად უნდა მოვიშოროთ რუსული ხელისუფლება. ამიტომ, ჩვენი ვალია ამ განცხადებებს ვუპასუხოთ სიმტკიცით, სიმშვიდით და ერთიანობასთან დაკავშირებით საზოგადოების დაკვეთის ასახვით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
კრემლის პროპაგანდისტის ვლადიმერ სოლოვივის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს ესაუბრა.
„დღეს ვესაუბრე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს, ისინი ამბობენ, ჩვენ მათ (საქართველოში მცხოვრებ რუსებს) ქვეყნიდან გავაძევებთ, რადგან არასამთავრობო სექტორს მხარს უჭერენ“, – განაცხადა სოლოვიოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – ყაველაშვილის მცდელობაა წარმოაჩინოს, თითქოს „ქართული ოცნების“ რეჟიმს სურს, რომ ოპოზიცია გავიდეს არჩევნებზე – არ გვინდა გაუგებარი ფენომენის შეწყალება, კომპრომისი ვაი-პრეზიდენტთან არ იქნება