ოფიციალური დასვენების დღის გამო, Bloomberg-ის სავალუტო სისტემა დახურულია – ბოლო მონაცემებით, პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.7600 ლარად ივაჭრებოდა

დღეს 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნად საქართველოში გამოცხადებული დასვენების დღის გამო, Bloomberg-ის სისტემის ბანკთაშორისი სავალუტო ბაზარი დახურულია.
16 მაისის სავაჭრო სესიის დახურვისას Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.7600 ლარად ივაჭრებოდა.
ეროვნული ბანკის მიერ 16 მაისის დადგენილი კურსით, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7596 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0002 ლარია.