ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ

ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ. სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.
მომლოცველებმა ხატებითა და გალობით აბაშიძის ქუჩაზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან გადაინაცვლეს. სასულიერო პირები მემორიალთან გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პარაკლისს აღავლენენ.
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან აბაშიძე – მეუფე შიოს ასეთ უპირატესობას არ ველოდით, ალბათ, განმსაზღვრელი მაინც პატრიარქის 8 წლის წინანდელი არჩევანი იყო – სინოდმა გასაქანი არ მისცა საკითხის განხილვას ამ ჭრილში, თუ ვინ არის პროდასავლელი და ვინ პრორუსული