„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება

სომეხი პროდიუსერი აიკ ტადევოსიანი ადასტურებს, რომ დავით ქაცარავას შესახებ გავრცელებული ჭორი თითქოს ის გადაღებებზე რუსეთში დადიოდა, ჭორია.

„ძვირფასო და პატივცემულო ხალხო, ჩვენი საყვარელი მსახიობი, პროდიუსერი, ასევე პატრიოტი და უბრალოდ კარგი ადამიანი დავით ქაცარავა ცნობილია თავისი ორიგინალური ხელწერით, რომელიც აისახა ფილმებში, მუსიკალურ ვიდეოებში, რეკლამებში, ასევე სომხეთში გადაღებულ მრავალ სხვა პროექტში. მოგეხსენებათ, გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ ჩვენი პატივცემული მეგობარი დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს. ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული.

ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ.

ჯანმრთელობა ჩემს კეთილ, პატიოსან, სამართლიან და მიზანდასახულ მეგობარს,” – ამბობს სომეხი პროდიუსერი აიკ ტადევოსიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – ვიდრე ცივილიზებული სამყარო არ მიხვდება, რომ მხოლოდ უკბილო რეზოლუციებით არ ხდება რეჟიმებისთვის პრობლემების შექმნა, არაფერი შეიცვლება, რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, ხედვა „მიშა პრემიერად“ არის ივანიშვილის გამარჯვების მოდელი