ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, თბილისსა და რეგიონებში მსვლელობა გაიმართება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, თბილისსა და რეგიონებში საზეიმო მსვლელობა გაიმართება.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, 12:00 საათზე სამღვდელოება და მრევლი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბება, სადაც 13:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სამღვდელოებასთან ერთად, აღასრულებს პარაკლისს, რომლის დასრულების შემდეგ მოეწყობა საზეიმო მსვლელობა სამების ტაძრისკენ, მსვლელობის ბოლოს შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.
თბილისის გარდა ცნობილია, რომ მსვლელობა იგეგმება სხvადასხვა ეპარქიაში, მათ შორის ქუთაისში, მცხეთაში, რუსთავში და ბათუმში.