დასრულდა ირაკლი კობახიძის ვიზიტი თურქეთში

დასრულდა ირაკლი კობახიძის ვიზიტი თურქეთში
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა. მთავრობის მეთაური და ქართული დელეგაცია ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ და სხვა ოფიციალურმა პირებმა გააცილეს.
პრემიერ-მინისტრმა ოფიციალური ვიზიტი მედიასთან შეაჯამა და აღნიშნა, რომ საქართველო თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
„დასრულდა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი თურქეთში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება თურქეთსა და საქართველოს შორის და ბუნებრივია, ეს ვიზიტი წვლილს შეიტანს ამ საქმეში. ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტ ერდოღანთან.
ვისაუბრეთ ჩვენი თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა ასპექტზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში თანამშრომლობაზე. ყველაფერი გაკეთდება ჩვენი მეგობრობის, პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

,ჩვენ ვთანხმდებით ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, რომ ქართული ოცნების პრაგმატულად და სწორად წარმართული პოლიტიკის პირობებში, ბიზნესის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერება არის შეუქცევადი პროცესი“

ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი-კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება