მოროშკინა: გამოვიყვანეთ (ციხიდან) მუხლი შევუცვალეთ, სამშობლოს ღალატზე (ისხდნენ) და დღეს ისინი ბედავენ და მიდიან მთავრობის წინააღმდეგ

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა, ტელეკომპანია იმედის ეთერში, ამბობს:

არ მინდოდა ამაზე საუბარი, მაგრამ უნდა ვთქვა, ის ადამიანები, რომლებიც დღეს მთავრობას უპირისპირდებიან, კონკრეტულად ისინი, რომლებიც ჩემი გამოყვანილია, იმიტომ რომ ოცნების მოსვლის შემდეგ მოგვეცა ამის შესაძლებლობა, ჰქონდათ შარდის შეუკავებლობა, უნებლიე დეფეკაცია, დორბლი მოსდიოდათ, ნაცემები, გამხდრები იყვნენ, ადამიანებს არ ჰგავდნენ, გამოვიყვანეთ (ციხიდან) მუხლი შევუცვალეთ, სამშობლოს ღალატზე (ისხდნენ) და დღეს ისინი ბედავენ და მიდიან მთავრობის წინააღმდეგ. ჯერ არ ვამბობ გვარებს და სახელებს, კონკრეტულად მე ვინც გამოგიყვანეთ, მართლა ვიტყვი, რომ, სააკაშვილმა თქვენ რომ დაგიჭირათ, თურმე, ღირსები ყოფილხართ და იგივე სააკაშვილი გაშანტაჟებთ ახლა.

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძე – ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი – ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა – კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა