ჟიგიმანტას პავილიონისი – „ქართული კოშმარი“ პუტინის კანონის შემოღებით ძირითად ევროპულ თავისუფლებებს მათთვის უცხოდ აცხადებს – ეს პუტინიზმია

„ქართული კოშმარს“ არ ესმის ძირითადი ევროპული თავისუფლებები, “პუტინის კანონის” შემოღებით ისინი ამ თავისუფლებებს მათთვის უცხოდ აცხადებენ, – ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველოს მმართველი პარტიის ასეთი ქმედება პუტინიზმს ნიშნავს.
„ქართულ კოშმარს” არ ესმის ძირითადი ევროპული თავისუფლებები, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კოპენჰაგენური კრიტერიუმები – დემოკრატია – დაწყებული შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებით. “პუტინის კანონის” შემოღებით ისინი ამ თავისუფლებებს მათთვის უცხოდ აცხადებენ. ეს პუტინიზმია“, – წერს ჟიგიმანტას პავილიონისი.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს