ისანში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ისნის რაიონის გამგეობა თეოფანე დავითაიას ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროექტის მიხედვით გზის საფარი 3 000 კვ.მ-ის ფართობზე შეიცვლება. მისივე თქმით, საჭიროა გზის გარკვეულ მონაკვეთზე საყრდენი კედლის მოწყობა, რათა საფეხმავლო ბილიკზე გადაადგილება უსაფრთხო იყოს.
„ისნის რაიონის გამგეობა თეოფანე დავითაიას ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების პირველ ეტაპზე მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის პროცესი. გარდა ამისა, მიწისქვეშ განთავსდება ელექტროსადენები. სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზის საფარი 3 000 კვ.მ ფართობზე შეიცვლება; მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და საფეხმავლო ბილიკები; დამონტაჟდება LED განათების სისტემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ