შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცრაზმისთვის ახალი სატრანსპორტო საშუალებების ყიდვას გეგმავს. სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შსს 2 ავტობუსის და 11 მიკროავტობუსის შეძენას აპირებს.
კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამარტივებული შესყიდვით, განსაკუთრებულ დავალებათა და პოლიციის დეპარტამენტისთვის 13 ავტოსატრანსპორტო საშუალების ყიდვა აქვს დაგეგმილი. უწყება ამტკიცებს, რომ ამის “გადაუდებელი აუცილებლობაა”.
დოკუმენტის თანახმად, ხელშეკრულების გაფორმება 31 მაისის ჩათვლით უნდა მოხდეს. შესყიდვის ღირებულება – 1 814 521 ლარია.