აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლეს

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან პარტია ,,ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლეს, სადაც მათ დიდი რაოდენობით სამართალდამცველები დახვდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროსი წარმომადგენლები მობილიზებული არიან შენობის შესასვლელთან და ოფისს მომიტინგეებისგან იცავენ.
ადგილზე ვითარება ამ დროისთვის სტაბილურია. აქციის მონაწილეები სკანდირებენ საპროტესტო სლოგანებს და ისინი ე.წ. რუსული კანონის გაუქმებას ითხოვენ.