ერევანში საპროტესტო აქციაზე 12 ადამიანი დააკავეს

სომხეთის პოლიციის ცნობით, ერევანში საპროტესტო აქციებზე 12 ადამიანი დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, მიზეზი სამართალდამცავების მიმართ დაუმორჩილებლობაა.
” კავკაზსკი უზელ-ის” ცნობით, ადგილობრივი დროით 12:30 საათისთვის ერევანში საპროტესტო აქციებზე 12 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ მედიას სომხეთის პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ზარზანდ გაბრიელიანმა განუცხადა.
გაბრიელიანის თქმით, დაკავებულები პოლიციის განყოფილებებში გადაიყვანეს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო და ბრალი წაუყენეს სომხეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 182-ე მუხლით.
“კავკაზსკი უზელ-ის” ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის “ეროვნულ-დემოკრატიული პოლუსის” მხარდამჭერი აშოტ პეტროსიანი. როგორც მედიას მოძრაობის წარმომადგენელმა განუცხადა, პეტროსიანი “არასდროს მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში, მაგრამ ის პოლიციის განყოფილებაში ქუჩიდან გადაიყვანეს”.
მოგვიანებით “ეროვნულმა-დემოკრატიულმა პლუსმა” განაცხადა, რომ დააკავეს არმინე სახოიანიც. მოძრაობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მათი მხარდამჭერები გიუმრიშიც მართავენ საპროტესტო აქციებს, კეტავენ ქუჩებს, მათ შორის ამისთვის იყენებენ ნაგვის ურნებსაც.
23 აპრილიდან ერევანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ს პრემიერ მინისტრობის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით, რისი მიზეზიც მთიანი ყარაბაღის დათმობა და აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციაა.პროტესტის სათავეშია სასულიერო პირი, ტავუშის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი და მხარს უჭერს სომხური ოპოზიცია.ბაგრატ გალსტანიანი და მისი მომხრეები ერევანში ტავუშიდან 5-დღიანი მარშის შემდეგ ჩავიდნენ. 9 მაისს მასშტაბური აქცია გაიმართა რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ბაგრატ გალსტანიანმა მომიტინგეებს გაფიცვისა და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – წმინდა მოწამეები ქრისტეს მტკიცე და შეურყეველი რწმენის მაგალითები არიან – უნდა მივბაძოთ მათ, ამიტომ უნდა გვრცხვენოდეს, როდესაც ვავლენთ სულმოკლეობას და გვეშინია მაშინ, როდესაც შიშის ადგილი არ უნდა იყოს